logo
ENG



14 წლის აითაჯის მკვლელობისთვის მოძალადე "ქმარს" უვადო პატიმრობა შეეფარდა

02 ივლ 202416:30
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლომ ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე მოძალადე "ქმარს" უვადო პატიმრობა შეუფარდა.

აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ. ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული  - აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა და მკვლელობაში ბრალდებული კაცის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

16 ოქტომბერს ფორმულამ 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში ბრალდებულების აღიარებითი ჩვენება მოიპოვა.


close დახურვა